2025 წლის იანვარში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით ჩამოსული უილიამსის კოლეჯის სტუდენტები რონდელის ფონდში დაესწრნენ ფონდის მკვლევრების და ექსპერტების ლექციებს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე სტუდენტებს ესაუბრა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის“ შესახებ. რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ მიმოიხილა „საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორია“, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 2003 წლიდან დღემდე“, ხოლო ლექცია „კულტურა, როგორც განვითარების გზა“ სტუდენტებს წაუკითხა არქეოლოგმა, მუზეოლოგმა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტმა მიხეილ წერეთელმა.