საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით ჩამოსული  უილიამსის კოლეჯის სტუდენტები ეწვივნენ. რონდელის ფონდს და მოისმინეს ფონდის მკვლევრების მიერ ჩატარებული რამდენიმე ლექცია.

რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ მიმოიხილა „საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორია“, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა მერაბ კაკულიამ გამართა დისკუსია თემაზე „საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა“, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის (2003 წლიდან დღემდე)“ შესახებ, ხოლო ლექცია „კულტურა, როგორც განვითარების გზა“ სტუდენტებს ჩაუტარა არქეოლოგ-მუზეოლოგმა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტმა მიხეილ წერეთელმა.

 

უილიამსის კოლეჯის სტუდენტები საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამით ეწვივნენ რონდელის ფონდს. ჩატარდა რამდენიმე სალექციო მოდული.