„ზარზმის ბავშვთა აკადემია“ და რონდელის ფონდი ზარზმის მონასტრის ხელშეწყობით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ახალგაზრდებისთვის მათი შესაძლებლობებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით. პროექტის ფარგლებში იგეგმება ათთვიანი სალექციო კურსის ორგანიზება.

საგანმანათლებლო საქმიანობა ფოკუსირდება სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც მათემატიკის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას სპეციალურად შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, ასევე აქტუალური თემების განხილვას სამოქალაქო განათლებასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებს და პირადად დაუსვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მოსწავლეებს ასევე დაურიგდებათ ჟურნალი „ჩემი სამყაროს“ მიმდინარე გამოცემები.