დღეიდან დაიწყო სემინარებისა და ტრენინგების სერია პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდებისთვის ქალაქ გორიდან. სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ადგილობრივი აქტივისტებისა და არასამთავრო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლების ჩართვა აქტიურ დისკუსიაში.

ტრენინგებს უძღვებიან სხვადასხვა დარგის ექსპერტები, რომლებიც გაივლიან ისეთ თემებს როგორიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები, რაც მოიაზრებს ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და მეზობელ ქვეყნებს, ასევე  პოლიტიკური თეორიას, იდეოლოგიებსა და საარჩევნო პროცესს. ლექტორები ასევე ხელს შეუწყობენ უნარების განვითარებას პოლიტიკის ანალიზში, ინტერესთა დაცვასა და დებატებში.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება წლის განმავლობაში ქალაქ გორში სამი დისკუსიის მოწყობა, სადაც ჯგუფის წევრები შეხვდებიან სხვადასხვა სამინისტროსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე. ჯგუფიდან რამდენიმე წევრი შეირჩევა თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის.

რონდელის ფონდი 2001 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის, უნარ-ჩვევების ზრდის და ინფორმირებულობის საშუალებით. ფონდი ასევე წარმოადგენს ფორუმს უცხოელი მკვლევრებისთვის, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს სწავლობენ. ფონდის აუდიტორია საკმაოდ ფართოა, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობების ზრდა ფონდის დაარსების დღიდან არის მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. პოლიტიკური პარტიების სკოლა კი ფონდში 2009 წლიდან არსებობს.

პროექტი ხორციელდება National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით.

yuoth for changes youth for changes1 65287654582

121237556_1278052635869204_6876786219373467993_o 121172886_1278052562535878_2109849806302593151_o 121165060_1278052589202542_4511980990397141987_o