2020 წლის 10 ოქტომბერს რონდელის ფონდში დაიწყო საშაბათო სკოლა უფროსკლასელებისთვის – “დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები”.
პირველი ლექცია წაიკითხა გიორგი ბადრიძემ, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში. ლექციების თემა იყო “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები” და “თანამედროვე პოლიტიკური სისტემები”.
კურსს უძღვებიან სხვადასხვა დარგის ექსპერტები, რომლებიც გაივლიან საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებს – ეკონომიკის საფუძვლები, ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული პოლიტიკა, თანამედროვე პოლიტიკური სისტემები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დიპლომატიური პროტოკოლი, ევროატლანტიკური სივრცე/ნატო.
საშაბათო სკოლა მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში, რამდენიმე მოსწავლე ლექციებს ონლაინ შემოუერთდა