რონდელის ფონდი განაგრძობს „ექსპერტის აზრის“ ნაშრომების მიღებას.
ნაშრომების გამოგზავნა შეუძლიათ მკვლევრებს, ჟურნალისტებს, საჯარო მოხელეებს, აკადემიური წრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
შემოსული სტატიების ავტორებს ორი კვირის განმავლობაში ვაცნობებთ შედეგებს. ავტორები, რომელთა ნაშრომები გამოქვეყნდება, მიიღებენ ჰონორარს.
„ექსპერტის აზრი“ უნდა მოიცავდეს 2000-2500 სიტყვას (8 გვერდამდე) და ეხებოდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ნაშრომი აუცილებლად უნდა მომზადდეს ციტირების ჩიკაგოს სტილით. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ.
გამოგვიგზავნეთ თქვენი ნაშრომები Word-ის დოკუმენტის ფორმატით. „ექსპერტის აზრის“ რუბრიკისთვის გამოიყენეთ ელ. ფოსტის შემდეგი მისამართი: [email protected];
გთხოვთ Subject line-ში მიუთითოთ „GFSIS Expert Opinion Paper Series.“