სასწავლო პროგრამის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – ფარგლებში რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჩაატარა დისკუსია: ,,საგარეო პოლიტიკა-საქართველო და დასავლეთი.”
 
6-თვიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის პროცესსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად, პროგრამის მონაწილეები მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით, საკუთარი უწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინდივიდუალურად შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს.
 
პროგრამას რონდელის ფონდი ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

სასწავლო პროგრამის - „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - ფარგლებში რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჩაატარა დისკუსია: ,,საგარეო პოლიტიკა-საქართველო და დასავლეთი.''