2023 წლის 19 აპრილს რონდელის ფონდის პროექტის „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ მონაწილეები დაბა ხულოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ.
შეხვედრები „ხულოს ამერიკულ თაროსა“ და „საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაიმართა. როგორც ელჩმა დეგნანმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა. მოსწავლეებს მიეცათ ელჩთან საუბრისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა.
პროექტს „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ რონდელის ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.