რონდელის ფონდის თანამშრომლები 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქ.ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, სხალთასა და დაბა ხულოში. შეხვედრები გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან; ხულოს რესურსცენტრის, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან და სასულიერო პირებთან.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის – “თემის ახალგაზრდობის ჩართულობა ხულოსა და პანკისში” – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.