2024 წლის 6-7 მარტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ჩაატარა ყოველწლიურ რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: National Endowment for Democracy (NED), ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველო, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის საელჩო საქართველოში.
2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.
კონფერენციას ესწრებოდა 250-ზე მეტი მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ მთავრობებს, ანალიტიკურ ცენტრებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და მედიას.