2022 წლის 18-19 იანვარს რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება – რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ფონდის დაარსების 20 წლისა და მისი დამფუძნებლის – ალექსანდრე რონდელის 80 წლის იუბილეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. სამხრეთ კავკასიის რეგიონის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენელმა 23 მომხსენებელმა განიხილა როგორც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ასევე მათი მოგვარების გზები.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყნის მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.