დასრულდა რონდელის ფონდისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი საზაფხულო სკოლა-ბანაკი, რომელშიც მაღალმთიანი აჭარის, ადიგენის მუნიციპალიტეტისა და წეროვანის საჯარო სკოლების 29 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
9 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები დაესწრნენ ლექციებს და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რეგიონის გამოწვევები, ნატო და დასავლური ალიანსები, ანტიდასავლური პროპაგანდა, ეკონომიკა, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, დიდი აღმოჩენების მნიშვნელობა და ა.შ; მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სამხედრო სიმულაციებში, საველე გასვლასა და სპორტულ აქტივობებში.
საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.
Summercamp