როგორ მიმდინარეობს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში?

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 74

2 თვეზე მეტი დრო გავიდა ისრაელ-„ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: ოგორ მიმდინარეობს კონფლიქტი დაა შეიძლება მოხდეს მომავალში? შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობა ღაზის სექტორში

რამდენად შესრულდა ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის მიერ დასახული მიზნები?

ისრაელმა საკმაოდ წინ წაიწია დასახული მიზნების მიღწევის გზაზე:

გაათავისუფლა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 105 ადამიანი (თუმცა, ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 135 პირი);
გაანადგურა ათასობით „ჰამასელი (მათ შორის, ლიდერებიც. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია განადგურებული „ჰამასელების“ ზუსტი რაოდენობის დადგენა), თან ისე, რომ ისრელის  შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლის რაოდენობა შედარებით მცირეა(2023 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 104 და დაიჭრა 582 ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე);
ტყვედ აიყვანა „ჰამასის“ ასობით მებრძოლი და ეს პროცესი გრძელდება;
დაიკავა ღაზის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის, დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც);
გაანადგურა „ჰამასის“ შეიარაღების, საწყობების, გვირაბებისა და სამალავების მნიშვნელოვანი ნაწილი. შედეგად, შემცირდა ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების რაოდენობა;
შედარებით შემცირდა „ჰესბოლასთან“ დაწყებული შეტაკებების ინტესივობა ქვეყნის ჩრდილოეთში.
ქ. ღაზის ცენტრი
როგორია პერსპექტივები?
რამდენადაც სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ისრაელის შეიარაღებული ძალებს წინსვლისადა მოწინააღმდეგის მებრძოლების დანებების პროცესი ღაზის სექტორში, შესაძლოა უკვე მალე მოხდეს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის კრახი და ორგანიზებული წინააღმდეგობის ჩამოშლა;
ეს არ ნიშნავს, რომ „ჰამასი (განსაკუთრებით მისი იდეოლოგია და პოლიტიკური ფრთა)სრულად განადგურდება, მაგრამ მას საგრძნობლად შეეზღუდება სამხედრო მოქმედებების უნარი;
ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი, თუ როგორ მოეწყობა ცხოვრება ღაზის სექტორში „ჰამასის“ ძირითადი ნაწილის განადგურების შემდეგ;
ასევე გაურკვეველია, რა მოხდება ქვეყნის ჩრდილოეთში „ჰესბოლას“ ფრონტზე. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყება-არდაწყების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ისრაელის მთავრობის სურვილზე, არამედ იმ კონკრეტულ მომენტში საერთაშორისო არენაზე შექმნილმდგომარეობაზე. მით უმეტეს, უკვე ისმის მოწოდებები ისრაელის მიმართ, რომ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმდებები თვით ღაზის სექტორშიც (ანუ შეაჩეროს „ჰამასის“ განადგურება, რისი დაკმაყოფილებაც ამ ორგანიზაციის გადარჩენის ტოლფასი იქნებოდა), რაც ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მასზე ამ მიმართულებით ზეწოლა იზრდება.

დაბოლოს, არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს მომავალში რეგიონში მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც სრულად შეცვლამჟამად არსებულ ვითარებას.

Go to Top