2007 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეში რამზან კადიროვი დგას. მისი სახელი ხშირად ასოცირდება შეკვეთილ მკვლელობებთან და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან. რამზან კადიროვი პუტინის სახელისუფლებო ვერტიკალის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ვებინარი მოიცავს კადიროვის რეჟიმის ანატომიას, კადიროვის ძალაუფლების ვერტიკალს, რეჟიმის იდეოლოგიას, ფინანსურ ინტერესებსა და მის ურთიერთობას პუტინთან და რუსეთის ფედერალურ ცენტრთან.
მომხსენებელი – რონდელის ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე.
მოდერატორი – რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი.