2008 / 03 / 31

2008 წლის 31 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი. გედმინმა ისაუბრა თავისუფალი პრესის როლზე სტაბილური დემოკრატიის განვითარებაში და ზოგადად პრესის როლზე საქართველოში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ზოგიერთი გამოწვევისა, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრესის თავისუფლების მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამ კუთხით ბევრად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს. გედმინმა ისაუბრა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების  როლზე სოციალური და პოლიტიკური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

დისკუსიისას რადიოს პრეზიდენტს შეუერთდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი დავით კაკაბაძე.