2017 / 03 / 24

2017 წლის 23 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ვის სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა? რეგიონის  ენერგოტრანზიტში საქართველოს მზარდი როლის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. დისკუსიას უძღვებოდა ომის ეროვნული კოლეჯის (ვაშინგტონი, აშშ) პროფესორი ტერეზა საბონის-ჰელფი.

ღონისძიება გახსნა რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა მომხსენებელი.

პროფესორმა ტერეზა საბონის-ჰელფმა წარმოადგინა პრეზენტაცია და  იმსჯელა იმ დადებით და უარყოფით ასპექტებზე, რაც დამახასიათებელია ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყნისთვის,  მიმოიხილა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები, ენერგოუსაფრთხოების  თვალსაზრისით საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა. პროფესორმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის როლის მნიშვნელობაზე საქართველოს ენერგოპოლიტიკაში.

შეხვედრის ბოლოს გაიამართა საინტერესო დისკუსია მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იხილეთ დისკუსიის ამსახველი ვიდეო.

Discussion "Who Wants to be a Transit State? The advantages and disadvantages of Georgia's growing role in regional energy transit", March 23, 2017