პროექტი „ციფრული განვითარებისა და მეწარმეობის პროგრამა“ მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა (ხულოს მუნიციპალიტეტი) და პანკისის ხეობის ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობას მათი ციფრული და
სამეწარმეო უნარების გაღრმავების გზით.
პროექტის დაგეგმილი აქტივობები მიმართულია ახალგაზრდების ციფრული წიგნიერების გაზრდისა და მეწარმეობის არსებითი უნარებით აღჭურვისაკენ, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას და მათ ინტეგრაციას საქართველოს ფართო ეკონომიკურ და
სამოქალაქო სივრცეში.
პროგრამის შედეგად მონაწილეები მიიღებენ არა მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სტარტაპის განვითარება, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი, გაყიდვების მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება მეწარმეებისთვის, არამედ პრაქტიკული აქტივობებისა და საშაბათო სკოლების საშუალებით შეძლებენ შეძენილი უნარები საკუთარ თემებში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენონ, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. პროგრამა საბოლოოდ ხელს შეუწყობს ძლიერი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ითანამშრომლონ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები თავიანთ რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდი ინტენსიურად მუშაობს პროექტის ბენეფიციარებთან ლექციების, ტრენინგების, საშაბათო სკოლების გზით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2024 წლის ოქტომბრიდან.