საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2023 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციის განვითარების გზით.
პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა;
- პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის გამჭვირვალე და ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ნდობას გაძლიერების მიზნით.
პროექტში რონდელის ფონდის პარტნიორები არიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.