პროექტის „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“  ფარგლებში 2,3 და 4 მაისს ჩატარდა სემინარებისა და დისკუსიების 3-დღიანი ციკლი. ტრენინგის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდებისთვის გაიმართა თემატური შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა თემის რეგიონიდან მოწვეულ აქტივისტებთან, რეგიონული მედიისა თუ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ახალგაზრდა პოლიტიკოსები გაეცნენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს,  მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პოლიტიკის ანალიზის სფეროშიც.

პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).

 „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვენული უმცირესობები“