პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა (ხულოს მუნიციპალიტეტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტის აქტივობები მიმართულია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ, მათი ინტერესის გაღვივებისკენ იმ ფასეულობათა მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას, საქართველოს სახელმწიფოში მათ ინტეგრაციას. პროექტის მეშვეობით მონაწილეები მეტს გაიგებენ სახელმწიფო სისტემების შესახებ, გაიღრმავებენ ცოდნას ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის საკითხების შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან საკუთარი თემის გამოწვევების მოგვარებაში. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ძლიერი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ და შექმნან ჩართული და თანამოაზრე ახალგაზრდების ქსელი.
პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდი ინტენსიურად მუშაობს ბენეფიციარებთან ონლაინლექციების, ვიქტორინების, საზაფხულო სკოლის, მონაწილეთა დედაქალაქში ვიზიტისა და პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ პრეზენტაციების გზით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2024 წლის ოქტომბრიდან.