რონდელის ფონდში დაიწყო პროექტი – „გალის რაიონის ახალგაზრდების ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა“. პროექტის მიზანია გალის რაიონის ახალგაზრდების ცოდნის/შესაძლებლობების/ჩართულობის გაზრდა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს პირველი ლექცია წაუკითხა მამუკა კომახიამ თემაზე – „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“. მეორე ლექცია ჩაატარა პოლიტიკის ანალიზის ტრენერმა და იურისტმა, სულხან სალაძემ. დისკუსიის თემა – “პრობლემის იდენტიფიცირებიდან გადაწყვეტამდე.”
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სალექციო კურსს, რომელსაც გაუძღვებიან „რონდელის ფონდის“ ექსპერტები.