29-30 აპრილს, თბილისში, პროექტის “ეთნიკური უმცირესობების ხმა – ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა თემატური სემინარები და მოხდა ჯგუფური პრეზენტაციების წარდგენა.

ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ სემინარს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს თემაზე: სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა და მისი გამოწვევები: 90-იანი წლებიდან დღემდე. ორდღიანი ღონისძიების მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა ჯგუფურად იმუშავეს თემში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე და წარადგინეს შესაბამისი პრეზენტაციები.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
Strengthening Minority Voices, 2022