2007 / 12 / 23

2007 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უპასპინძლა პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიდგომა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მიმართ და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა აუდიტორიასთან ინტერაქციასაც. დამსწრე საზოგადოებას შორის იყო სფეროს არაერთი წამყვანი ექსპერტი. დისკუსიისას მიმოიხილეს ყველაზე მწვავე პრობლემები, აუდიტორიას საშუალება მიეცა დაესვა კითხვები და პრემიერ მინისტრისგან მიეღო ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

Meeting of Prime Minister with the Representatives of Georgian Civil Society and Academia, 23 December, 2007