6 და 7 ნოემბერს პროექტის – “ეთნიკური უმცირესობების ხმა – ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში ჩატარდა მორიგი პრაქტიკული სემინარი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები დაეუფლნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: მოლაპარაკებების ხელოვნება, ადვოკატირება და ლობირება, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკა.

პროექტის დასრულებისას საუკეთესო 10 ბენეფიციარი გაივლის 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებში.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
Strengthening Minority Voices, November 2021