გრძელდება სემინარების სერია პროექტის “ეთნიკური უმცირესობების ხმა – ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში. 20 და 21 ნოემბერს ჯგუფის წევრები ტრენინგებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად წინანდალში შეიკრიბნენ. ღონისძიებას დაესწრო ნიდერლანდების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ბ მააიკე ვან კოლდამი, რომელიც ჩაერთო დინამიკურ კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალგაზრდებთან.

ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე – “პრეზენტაციის უნარ-ჩვევები”, ისინი ასევე დაესწრნენ სემინარებს: გარემოსდაცვით პოლიტიკასა და მდგრადი განვითარების გეგმებთან, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
Ethnic Minorities, November 2021