ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 16-30 სექტემბერი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
კუხოს წევრები ავღანური საფრთხის პრევენციას ცდილობენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 16 სექტემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დუშანბეში რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ. მოვლენა დეტალურად: კუხოს საბჭოს სესია ტაჯიკეთის დედაქალ დუშანბეში ქვეყნის პრეზიდენტ ემამოლი რაჰმონის თავმჯდომარეობით გაიმართა. შეხვედრაში კუხოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან (რუსეთის პრეზიდენტი ონლაინ ჩაერთო. მის მაგივრად შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდა) ერთად ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასიც მონაწილეობდა. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გარდა, განხილვის მთავარი თემა იყო ავღანეთში არსებული ვითარება და მისი გავლენა კუხოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე. შეხვედრის დასასრულს კუხოს საბჭომ დეკლარაციაც მიიღო. [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.] შეხვედრის ძირითადი გზავნილებია:
კუხოს საბჭოს შეხვედრა. წყარო: კუხოს ვებგვერდი რატომ გააქტიურდა კუხო ბოლო პერიოდში კუხოს გააქტიურება ავღანეთში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ ავღანეთში ძალაუფლება თალიბანის მებრძოლებმა აიღეს, რომლებიც აკონტროლებენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სასაზღვრო ზოლსაც, რამაც ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უსაფრთხოების რისკები გაზარდა. ბოლო რამდენიმე თვეში კუხოს წევრ ქვეყნებში არაერთი მასშტაბური წვრთნა ჩატარდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მოძრაობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ავღანეთში შექმნილი არასტაბილურობა შესაძლოა მათ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადია ტაჯიკეთი, რომელსაც კუხოს წევრებიდან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. რისკი იმისა, რომ ავღანეთში შექმნილმა ახალმა გარემოებამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს ტაჯიკეთზე, მაღალია, შესაბამისად, კუხოს გააქტიურებაც ავღანური საფრთხის შეკავებას ისახავს მიზნად.
უნგრეთი რუსულ გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიიღებს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 27 სექტემბერს უნგრეთმა და რუსულმა ენერგო-გიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტს მოაწერეს ხელიხელშეკრულება დადეს. კონტრაქტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიიარტომ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ბუდაპეშტში მოაწერეს. მოვლენა დეტალურად: შემდგომი 15 წლის განმავლობაში, 2036 წლამდე, უნგრეთი „გაზპრომისგან“ ყოველწლიურად მიიღებს 4.5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს ავსტრიული (1 მლრდ) და სერბული (3.5 მლრდ) მარშრუტებით. უნგრეთი, ძირითადად, რუსული გაზის მომხმარებელია, რომელსაც უკრაინის ტერიტორიის გავლით მილსადენების საშუალებით იღებდა. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, უკრაინული ტრანზიტი აღარ იქნება საჭირო. ბოლო წლებში უნგრეთი სხვა მეზობელი ქვეყნების გაზსადენების სისტემებსაც დაუკავშირდა. ასევე შესაძლებელი გახდა თხევადი გაზის მიღება ხორვატიიდანაც, თუმცა რუსული გაზის იმპორტი უნგრეთისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. უკრაინის შეფასება 27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: „მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კრემლის სასარგებლოდ და უკრაინული ინტერესების და უკრაინულ-უნგრული ურთიერთობების საზიანოდ“. კიევში უნგრეთის ელჩიც კი დაიბარეს ახსნა-განმარტებისთვის, რასაც უნგრეთის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინას რუსეთთან სატრანზიტო ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების განვითარება ზრდის რისკს, რომ რუსეთი სულ უფრო შეამცირებს უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას. უახლოეს თვეებში იგეგმება „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გერმანიაში გაზის დამატებითი რაოდენობის ექსპორტი უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: რუსეთის მიერ ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს შეამცირებს და მას კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.
კრემლის „წითელი ხაზები“ უკრაინისთვის მთავარი მოვლენა: 2021 წლის 27 სექტემბერს კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახის გაფართოება გადაკვეთს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „წითელ ხაზებს“. მოვლენა დეტალურად: უკრაინის ნატოსთან ურთიერთობა რუსეთ-ბელარუსის ლიდერების საუბრის თემაც გახდა. 27 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ უკრაინაში ტრენინგ ცენტრების დაფუძნებაში დაადანაშაულა, რაც, მისი შეფასებით, რეალურად სამხედრო ბაზის სახეს ატარებს. ნატოს გაძლიერების პრევენციის მიზნით ბელარუსმა თანხმობა განაცხადა მოსკოვთან ერთად ნატოს მზარდ აქტიურობას შეეწინააღმდეგოს. რუსეთ-ბელარუსის თანამშრომლობის მაგალითია ერთობლივი სტრატეგიული სწავლება „Запад-2021“-ის ჩატარება, რომელიც 10-16 სექტემბერს რუსეთის ათ სამხედრო პოლიგონზე, ბალტიის ზღვის აკვატორიასა და ბელარუსის ხუთ სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. წვრთნებში 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნები ევროპაში ბოლო ათწლეულებში უდიდესი სამხედრო წვრთნა იყო. ამის პასუხად გასულ კვირას უკრაინამ აშშ-ისა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. უკრაინის შეფასება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმას დმიტრო კულებამ უარყო რუსეთის მიერ დადგენილი „წითელი ხაზები“. კულიბას თქმით, „პუტინის „წითელი ხაზები“ რუსეთის საზღვრებთან მთავრდება. სამინისტრომ ასევე უარყო ლუკაშენკოს „უსაფუძვლო ინსინუაციები“ და განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არასოდეს ჩაერევა მეზობელი ბელარუსის საქმეებში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისთვის უკრაინის ნატოსთან დაახლოება ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორია და ამ მხრივ ნებისმიერი ანტირუსული ქმედება მოსკოვისთვის „წითელი ხაზების“ გადაკვეთის ტოლფასია. ბელარუსთან ერთად გაძლიერებული სამხედრო აქტივობები და უკრაინაში სეპარატისტების მზარდი მხარდაჭერა, უკრაინის ნატოსთან დაახლოების პრევენციას და კიევის დასჯას ისახავს მიზნად.
რუსეთი უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების დაფინანსებას გეგმავს მთავარი მოვლენა: რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების ფინანსური დახმარებისთვის, უახლოეს სამ წელიწადში, 900 მლრდ რუბლს (12.4 მლრდ აშშ დოლარი) დახარჯავს. მოვლენა დეტალურად: დოკუმენტის მიხედვით, ფინანსები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილს მოხმარდება, რომელსაც 2014 წლიდან მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. დახმარება ძირითადად სოციალურ პროექტებზე დაიხარჯება. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2.9 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 38% კი პენსიონერია. დოკუმენტის თანახმად, რომლის სინამდვილე არ არის დადასტურებული, პენსიები 2024 წლისთვის 15 ათასი რუბლიდან 20 ათასს რუბლამდე უნდა გაიზარდოს,, ისევ როგორც არის სეპარატისტული რეგიონების მეზობელ როსტოვის ოლქშია. უკრაინის ვიცე-პრემიერის ოლექსი რეზნიკოვის ცნობით, რუსეთმა გასულ წელს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხელფასებში 1.3 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა. რა ხდება სხვაგან მსგავსი ასეთი ფინანსური დახმარება არ არის სიახლე. რუსეთი უკვე დიდი ხანია მსგავს ამგვარ მიდგომას იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც პრაქტიკულად მთლიანად რუსეთის დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. რუსეთი სხვადასხვა მიზნობრივი ხარჯების გარდა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამებსაც ახორციელებს. 2020-2022 წლების პროგრამების მიხედვით, აფხაზეთი და ცხინვაელის რეგიონი, ჯამში, 4.5-4.5 მლრდ რუბლს იღებენ. ყოველწლიურად 1.5-1.5 მლრდ რუბლი იხარჯება სხვადასხვა სახის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ფულის ხარჯვას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კურირებს, რომლის წარმომადგენლებიც ხშირად სტუმრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის სეპარატისტული რეგიონების გაზრდილი დაფინანსება კრემლის მხრიდან პასუხია უკრაინის ანტირუსული პოლიტიკის გააქტიურებაზე პასუხია.
რუსეთის არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 17-19 სექტემბერს რუსეთის მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები, რუსეთის ტერიტორიის გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩატარდა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს. არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების თანამშრომლებმაც მიიღეს. არჩევნები აფხაზეთში აფხაზეთში არჩევნები ცხრა საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ქ. სოხუმში ორი, ხოლო გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გალსა და სოფ. ბამბორაში თითო საარჩევნო უბანი გაიხსნა. საინტერესოა, რომ აფხაზეთში პარტიების გარდა ხმა რუსეთის რეგიონების მაჟორატირებსაც მისცეს. აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობა 14 549-მა ადამიანმა მიიღო. არჩევნები ცხინვალის რეგიონში ცხინვალის რეგიონში სულ 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან ცხრა სამოქალაქო პირებს, ერთი კი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს ემსახურებოდა. ცხინვალში ექვსი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, ხოლო ჯავაში, ყორნისში, ახალგორსა და კვაისაში – თითო. ცხინვალის რეგიონში არჩევნებში მონაწილეობა 11 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2008 წლიდან, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესიც გააქტიურდა. ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და, შესაბაიმიასად, რუსეთის არჩევნებშიც მონაწილეობაც რუსეთთან ინტეგრაციის მანიშნებელია.
მოლდოვის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მოლდოვის პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ დნესტრისპირეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვა. მოვლენა დეტალურად: სანდუმ განაცხადას -განცხადებით, „მსურს გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია რუსეთის ჯარების სრული და უპირობო გაყვანის შესახებ არ შეცვლილა. ეს გულისხმობს კობასნაში მდებარე შეიარაღების გატანას ან განადგურებას, რაც რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და გარემოსთვის საფრთხედ რჩება. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ მიზნის მიღწევაში“. კობასნა (რუსულად კოლბასნა) დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 2 კილომეტრში, მდებარეობს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. აქ აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი საწყობი იყო, სადაც სამხედრო შეიარაღებას ინახავდნენ. სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის სამხედრო შენაერთების დარჩენის ერთ-ერთი მოტივიც, შეიარაღების დარჩენილი საწყობის დაცვაც არის. დაახლოებით 1400-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება რეგიონში 1992 წლის შემდეგ, როდესაც რაც დნესტრისპირეთში ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის ომის დასრულდა. სანდუ, რომელმაც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონი დაამარცხა და წელს საპარლამენტო არჩევნებიც მოიგო, დიდი ხანია ითხოვს რუსი სამხედროების გასვლას და მის მაგივრად ეუთოს ეგიდით სამოქალაქო დამკვირვებლების შემოყვანას. აღნიშნული ეს იდეა არ მოსწონთ კრემლში, რადგან, მათი შეფასებით, რუსი სამხედროების გაყვანა ვითარების „სერიოზულ დესტაბილიზაციას“ გამოიწვევს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის მოთხოვნა მაია სანდუს წინასაარჩევნო დაპირებაა და გაეროს ტრიბუნიდან მსგავსი მოთხოვნის გაჟღერებაც მისი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, საბოლოო ჯამში, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას ისახავს მიზნად.
ყაზახეთი რუსეთის სატელეფონო კოდზე უარს ამბობს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 სექტემბერს ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და აეროსივრცის მრეწველობის მინისტრმა ბაგდად მუსინმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მიერ საკუთარ სატელეფონო კოდზე გადასვლის შესახებგადადის განაცხადა. მოვლენა დეტალურად: რუსულ სატელეფონო კოდზე უარის თქმა და საკუთარ ქვეყნის კოდზე გადასვლა 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთი უარს იტყვის +7 სატელეფონო კოდზე, რომელიც რუსეთსაც ეკუთვნოდა და გადავა ახალ კოდზე +997. 2025 წლის ჩათვლით, გარდამავალ პერიოდში, ორივე კოდის გამოყენების შესაძლებლობა იქნება. მუსინის შეფასებით, „სიმბოლურია, რომ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე სამინისტრომ ახალი სატელეფონო კოდი დაჯავშნა. ადრე გამოიყენებოდა იგივე კოდი რაც რუსეთში, მაგრამ თუ აეხლა დარეკავ უცხოეთში, ეკრანზე გამოჩნდება წარწერა – „ყაზახეთი“. ახალ კოდზე სრული გადასვლა საშუალებას მოგვცემს დამოუკიდებლად გავანაწილოთ ნომრების რესურსი და გავაფართოვოთ ეროვნული სისტემა ხელმომწერებისა და სერვისების თვალსაზრისით“. ამ ეტაპზე ყაზახეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიები საკომუნიკაციო ქსელებში ახალ სატელეფონო კოდზე გადასვლის გეგმაზე მუშაობენ. არსებული საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით, ყაზახეთმა აღნიშნული საკითხი რუსეთის ფედერალურ კომუნიკაციების სააგენტოსთან უნდა განიხილოს. მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ყაზახეთს მიენიჭება +997 კოდი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ეკონომიკური სარგებელის გარდა, ახალ სატელეფონო კოდზე გადასვლა, ყაზახეთის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთზე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. მაგალითისთვის, ყაზახეთმა ამ წლებში ასევე უარი თქვა კირილიცას გამოყენებაზე და რამდენიმე წელში სრულად ლათინურ ანბანზე გადასვლას გეგმავს.
ლატვია „გეორგიევსკის ლენტებს“ კრძალავს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 30 სექტემბერს ლატვიის სეიმმა საჯარო ღონისძიებებზე „გეორგიევსკის ლენტის“ გამოყენებაზე გამოყენების აკრძალვას დაუჭირა მხარი. მოვლენა დეტალურად: ლატვიის პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით მიიღეს კანონში შესწორება, რაც საზეიმო ღონისძიებებზე, შეკრებებზე, მსვლელობებსა და პიკეტებზე „გეორგიევსკის ლენტის“ გამოყენებას კრძალავს. აკრძალვის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური ერთიანობის“ დეპუტატი არტუს კაიმინში. მისი შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ექსპანსიისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ტოტალიტარული იდეოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით, ლატვიას აქვს საფუძველი დემოკრატიული წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხე საკმარისად ჩათვალოს. „გეორგიევსკის ლენტი“ „გეორგიევსკის ლენტი“ რუსეთში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება. მას რუსული ჯარის სიმბოლოდაც მიიჩნევენ. ლენტს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს – 9 მაისს არიგებენ. ეს ტრადიცია 2005 წლიდან იღებს სათავეს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან ლენტის დარიგების მცდელობები საქართველოშიც იყო. ჰქონდათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში რუსეთი „გეორგიევსკის ლენტს“, როგორც სიმბოლოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში „რბილი ძალის“ პოლიტიკის ფარგლებში ინტენსიურად იყენებს, რაც მოსკოვის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად. ლატვიის გადაწყვეტილება „გეორგიევსკის ლენტის“ აკრძალვასთან დაკავშირებით რუსული კულტურული გავლენის გავრცელების პრევენციაა. |