2010 / 11 / 25

2010 წლის 25-29 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა პოლონეთის ექსპერტთა დელეგაციას საქართველოში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევგენიუს სმოლარი, რომელიც ამასთანავე გახლავთ პოლონურ-ჩეხური ფორუმის თავმჯდომარე. იგი არაერთხელ ყოფილა ჩართული პოლონეთი-გერმანიის, პოლონეთი-რუსეთისა და პოლონეთი-უკრაინის მოლაპარაკებებში. დელეგაციის წევრთა შორის იყვნენ  პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იანუს ონიზკიევიჩი, ასევე პოლონეთის ყოფილი ელჩი სომხეთში ბატონი ტომას კნოფე.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე  პოლონეთისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის სამომავლო თანამშრომლობისათვის ნიადაგის მომზადება. საქართველოში ყოფნის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ მაღალი დონის შეხვედრები როგორც საქართველოს მთავრობის, ისე საერთაშორისო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

2010 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მოაწყო მრგვალი მაგიდა ქართველი და პოლონელი ანალიტიკოსებისათვის, სადაც ფართო სპექტრის ექსპერტები შეიკრიბნენ საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ.