2024 წლის 15 ოქტომბერს რონდელის ფონდში გაიმართა პოლიტიკური პარტიების სკოლის დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. სასწავლო პროგრამა 2024 წელს წარმატებით გაიარა 18 პოლიტიკური პარტიის 43-მა წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე პროექტის კურსდამთავრებულებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი პროგრამის მნიშვნელობას, მის როლს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებაში, პარტიათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბებასა და ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში.
პოლიტიკური პარტიების სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური სოციოლოგია, მასმედიის როლი, გენდერული საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა. მათ ტრენინგები ჩაუტარდათ საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკური რისკების ანალიზსა და მოლაპარაკებების ტექნიკებში.
პოლიტიკური პარტიების სკოლა რონდელის ფონდის მიერ სხვადასხვა დონორის ხელშეწყობით 2009 წლიდან იმართება. პროგრამას უკვე ჰყავს 500-მდე კურსდამთავრებული. ამჟამად რონდელის ფონდი პროექტს ახორციელებს ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის: “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში”