ვაგრძელებთ NED-ის მხარდაჭერით, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა.
4 ივნისს გამართული შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი მოლაპარაკებებში, ხოლო დღის მეორე ნახევარში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა ექსპერტთან ერთად განიხილეს მასმედიის გავლენა და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ რონდელის ფონდი სხვადასხვა დონორების ხელშეწყობით პოლიტიკური პარტიების სკოლას 2008 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული ჯგუფი კი პოლიტიკური პარტიების სკოლის მეთერთმეტე ნაკადს წარმოადგენს.