საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) ჩატარდა სამეცნიერო სემინარი “პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” –
რეგიონალიზმი და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: ანალიზი, შეფასება, პერსპექტივები
ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში რეგიონალიზმის პრობლემატიკას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ბოლო პერიოდის მანძილზე შესწავლილია სახელმწიფო რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო სისტემის ტერიტორიული ორგანიზაციის, სოციალური ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური რეფორმის განხორციელების პრობლემები და გამოწვევები. ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებმა შექმნეს სათანადო თეორიული და მეთოდოლოგიური ბაზა ქვეყნის და მისი რეგიონების განვითარების პრობლემატიკის, მათ შორის ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელის განვითარებასთან დაკავშირებული რიგი ასპექტის შეფასების თვალსაზრისით. რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებისა და პროპორციების შემდგომი შესწავლა, ანალიზი, შეფასება საშუალებას მოგვცემს ავამოქმედოთ მაკორექტირებელი სიგნალები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის, ასევე ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკისათვის.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: ვლადიმერ ღლონტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
სამუშაო ენა – ქართული.