2024 წლის 8-12 ივლისს, ასპინძაში, რაგბის ბაზაზე, გაიმართა რონდელის ფონდის საზაფხულო სკოლა, რომელშიც პანკისის ხეობის 26 მოსწავლე იყო ჩართული.
საზაფხულო ბანაკის მიზანია, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაზრდა, რაც ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების ინტეგრაციას და ცნობიერების ამაღლებას ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.
ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო და ევროკავშირი, საქართველო ევროპულ რუკებზე, დიდი აღმოჩენების მნიშვნელობა, აშ; ბანაკის პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებისგან, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისგან.
საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა პროექტის – “პანკისის ახალგაზრდული სკოლა” – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.