2023 წლის 15 დეკემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის – „პანკისის ახალგაზრდული სკოლის“ – ფარგლებში მორიგი დისკუსიები გაიმართა. ლექცია-დისკუსიას თემაზე „ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში/გენდერული მეინსტრიმინგი“ უძღვებოდა გენდერის ექსპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე, ხოლო ლექცია-დისკუსიას „დეზინფორმაცია და Fake news“ – რეალპოლიტიკის ჟურნალისტი აკაკი ზარქუა. “კიბერ წიგნიერება” უძღვებოდა  კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე, ხოლო თემაზე “მოლაპარაკების უნარები” ისაუბრა  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრმა, მედიატორმა ტარიელ სიხარულიძე.

რონდელის ფონდის პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
პანკისი 9.12.2023