პანკისის ახალგაზრდული სკოლა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებული ერთწლიანი პროექტია, რომლის მიზანი პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და არაფორმალური განათლებისა და მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით მათი უნარების გაძლიერებაა. პროგრამამ საშუალება მისცა ადგილობრივ ახალგაზრდებს გაეღრმავებინათ ცოდნა ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გაეუმჯობესებინათ ანალიტიკური უნარები, რათა სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.
პროექტი დაიწყო 2023 წლის სექტემბერში და დასრულდა 2024 წლის აგვისტოში. მასში ჩართული იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისი, ჯოყოლოსა და ომალოს 60 მოსწავლე. პროგრამის აქტივობები, მოიცავდა სადისკუსიო/სალექციო სერიებს, ვიქტორინასა და გამარჯვებულების თბილისში სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობას.
პანკისის ახალგაზრდული სკოლა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.