2015 / 10 / 20

2015 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა პანელურ დისკუსიას თემაზე: შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევები – შესაძლო შედეგები.

დისკუსიას ხელმძღვანელობდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, ირაკლი მენაღარიშვილი.

აღნიშნული დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა თანამდებიბის პირემბმა, აკადემიის, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. რუმინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა დიმიტრუ ბადეამ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზეკი ლევენტ გუმრუკსუმ, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გეორგი ნაზაროვმა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე ყირიმის ანექსიის შედეგად არსებული სიტუაცია და თანამშრომლობის ფორმატის საფრთხეები და შესაძლებლობები. 

panel discussion: Challenges to the security and stability in the Black Sea – possible scenarios, October 20, 2015