21 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე: „ბალტიისპირეთის ქვეყნების ახალი საფრთხეები: ნატოს რეაგირება და რეგიონალური დინამიკა“. ღონისძიების ძირითადი განსახილველი საკითხები შეეხებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების სტრატეგიას შეამცირონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები აღმოსავლეთ ევროპაში, რაც განპირობებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში, ასევე ნატოსთან თანამშრომლობასა და 2016 წლის ვარშავის სამიტის მნიშვნელობას რეგიონისთვის.
დისკუსიას უძღვებოდნენ ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის ელჩმა საქართველოში პიტ ტურკმა, ლიტვის ელჩმა გიედრიუს პოაჯუნასმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ლატვიის საელჩოდან ჯენის სილისმა.
დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.