2018 / 06 / 15

2018 წლის 14-15 ივნისს რონდელის ფონდში გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის განკუთვნილი ორდღიანი სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ადამიანური რესურსების მართვის შვედი კონსულტანტანტები ჰანს ნორგრენი და მარი ჰალანდერ-ლარსონი.

ექსპერტებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები: ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკა, ორგანიზაციის საქმიანობის მართვაში ნდობის მოპოვების კონცეფციის მნიშვნელობა, სამინისტროებსა და სსიპ-ებს შორის ურთიერთობა ადამიანური რესურესბის გასაძლიერებლად და საჯარო მოხელეების მოზიდვისა და მოტივაციის ხერხები.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა/მენეჯერებმა.

სემინარი იმართება პროექტის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ – ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით და  შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტთან (SIPU) თანამშრომლობით.

Workshop for Human Resources Manager, June 14-15, 2018