27 სექტემბერს სულხან სალაძის მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე “აქტიური მოქალაქეობა და არჩევნები”.
პროექტის “ეთნიკური უმცირესობების ხმა – ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ სემინარებსა და დისკუსიებში.
პროექტის დასასრულს საუკეთესო 10 ბენეფიციარი გაივლის 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებში. პროექტი ასევე ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული სათემო რადიოების გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.