2002 წლის 8 ოქტომბერს კონფერენციაზე ”ფედერალიზმის და რეგიონალიზმის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” პროფესორ ვლადიმერ პაპავამ წარადგინა ნაშრომი ” საგადასახადო ფედერალიზმის ცნება: კონსენსუსი სეპარატიზმის წინააღმდეგ ”. კონფერენცია თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის და GTZ (გერმანია) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდა.