22 სექტემბერს ”ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამის ფარგლებში მორიგი სასწავლო კურსი დაიწყო. ახალი მოდულის თემაა ”საჯარო პოლიტიკის ანალიზი”. ლექციებს უძღვება ქალბატონი ნანა მაჭარაშვილი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამისა და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. პროგრამა ხორციელდება აშშ-ის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.