მცირე გრანტების პროექტი სამეგრელოშიც აქტიურად მიმდინარეობს!
ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა განაგრძობს სასწავლო კურსს – ამჯერად მონაწილეებს ჩაუტარდათ მოდული მეწარმეობის შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა თვითმმართველობის პროცესებში, ახალგაზრდების დაინტერესება მუნიციპალური საკითხებით და მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან 2-თვიან პრაქტიკას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში.
თვალი მიადევნეთ ადგილობრივი განვითარების ცენტრის საქმიანობას: https://www.facebook.com/
პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა” ხორციელდება მცირე გრანტების პროექტის „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის” ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.