2018 / 01 / 31
2018 წლის 31 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა მორიგი მუდმივმოქმედი საჯარო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან“. სემინარზე მოხსენებით თემაზე „სად მიდის მოსახლეობის ფულადი შემოსავლები?“ წარსდგა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე. მომხსენებელმა საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის შემოსავლების უმეტესი ნაწილი მიდის კომერციულ ბანკებში და აზარტულ თამაშებში.
გაიმართა დისკუსია და გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება. საბოლოოდ სემინარი შეაჯამა მისმა წამყვანმა, ბ-ნმა ლადო პაპავამ.