2017 / 10 / 26

2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში (რონდელის ფოდი) გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარი ”პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან”. სემინარზე მოხსენებით თემაზე “კრიპტოვალუტების ეპოქა და „მოდერნ ეკონომიკის“ პარადიგმები“ წარსდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია. მომხსენებელმა გააშუქა კრიპტოვალუტების შემნის ისტორია, გაანალიზა ის ფინანსური მექანიზმები, რომლებიც მათ უდევს საფუძვლად და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ კუთხით დგას საქართველოს წინაშე.

გაიმართა დისკუსია და გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება. საბოლოოდ სემინარი შეაჯამა მისმა წამყვანმა, ბ-ნმა ლადო პაპავამ.