2024 წლის 4 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მორიგ მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. დისკუსიის თემა იყო „იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზე და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი პოზიციები, თუ როგორ აპირებენ სამომავლოდ დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გარდაქმნას.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.