2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მორიგ მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. დისკუსიის თემა იყო „საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონებში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის გამოწვევებსა და პრობლემებზე. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი პოზიციები, თუ როგორ აპირებენ წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავებას.

მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 

October 3, 2024- Roundtable Discussion on “Existing Situation in the Regions of Georgia””