2024 წლის 2 აგვისტოს რონდელის ფონდმა მორიგ მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. დისკუსიის თემა იყო „რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობა საქართველოში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები.
მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებზე, ყურადღება გაამახვილეს ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ დამსწრე საზოგადოებას რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.