2024 წლის 18 ივნისს რონდელის ფონდმა მორიგ მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. დისკუსიის თემა იყო “ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი რეგიონებში და მისი მნიშვნელობა“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებაზე, ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ხედვები რეგიონული აქტივიზმის შესახებ.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.