2024 წლის 30 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მორიგ მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. დისკუსიის თემა იყო „საქართველოს რეგიონებშიარსებული ვითარება და ადგილობრივი მედიისგამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონებში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი მედიის გამოწვევებზე; ასევე მიმოიხილეს რეგიონული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კომუნიკაციის გაღრმავების მნიშვნელობაც. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი პოზიციები, თუ როგორ აპირებენ წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავებას.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.