2024 წლის 5 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე: „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა თემისა და რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მხარეებმა ისაუბრეს იმ ფაქტორებზე, რაც აფერხებს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას. მათ ასევე გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო სოციალურ პრობლემებს, განათლების ხელმისაწვდომობას, პარტიების რეგიონებში მუშაობასა და არსებულ სტერეოტიპებს.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი პოზიციები, თუ როგორ აპირებენ სამომავლოდ ამ გამოწვევებთან გამკლავებას.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.