2019 / 03 / 13
2019 წლის 12 მარტს რონდელის ფონდისა და საქართველოში ფინეთის ელჩის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ჰიბრიდული გამოწვევები – ფინეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება“.
შეხვედრა გახსნეს ფონდის პრეზიდენტმა და ფინეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში ეკა მეტრეველმა და ფინეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არია მაკონენმა.
ღონისძიება მიეძღვნა ფინეთისა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ჰიბრიდული საფრთხეების წარმატებით მოგერიებისა და სტრატეგიის შემუშავების საკითხების განხილვას.