2007 წლის 19-21 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას – „ქართულ-ირანული ურთიერთობები: ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საკითხები“.
მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, საგარეო ურთიერთობების საბჭოსა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ინსტიტუტის (ირანი) მიერ. ორდღიანი ღონისძიებისის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ირანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აკადემიური სფეროსა და აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების წარმომადგენლები. ირანელ სტუმრებს შორის იყვნენ ირანის ისლამური სახელმწიროფს განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილე საგარეო საქმეებში, მისი უმაღლესობა მანუჩეჰრ მოჰამადი და თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰრამ ამირაჰმადიანი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჯტაბა დამირჩილომ დისკუსიას ნაყოფიერი უწოდა და ისაუბრა მის პოზიტიურ გავლენაზე საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და ასევე ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე, სახელმწიფოთაშორის, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.